BMP - Business & Legal Consulting
თავფურცელი კონტაქტი ქართული ინგლისური

პარტნიორთა შესახებ

კობა ბოჭორიშვილი - ფლობს თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ნიმიჭებულ იურისტის კვალიფიკაციას (1997-2002). 2006 - 2010 წლებში იგი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ - აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2007),  ABA/CEELI   და UNHCR  - ის კონსულტანტი (2005 წლიდან), იურიდიული კომპანია BL & Partners ის დამფუძნებელი პარტნიორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი (2009 წლიდან).

გივი მიქანაძე - ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ იურისტის კვალიფიკაციას (1994-1999) და ესექსის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) მიერ მინიჭებულ სამართლის მაგისტრის კვალიფიკაციას (2008-2009). 2005 – 2008 წლებში იგი მსახურობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის რანგში, 1999-2000 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველის იურიდიული მრჩეველი, ევროსაბჭოს, TACIS -ის , ეუთოს, UNOHCHR, UNHCR და UNDP - ის კონსულტანტი.

სიმონ პაპუაშვილი - ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ იურისტის კვალიფიკაციას (1996-2001) და ლონდონის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (გაერთიანებული სამეფო) მიერ მინიჭებულ მაგისტრის ხარისხს. იგი მოცემული მომენტისათვის ასრულებს მაგისტრატურის კურსს საერთაშორისო ბიზნეს ეკონომიკასა და მენეჯმენტში, ბრიუსელის ფლანდრიულ ინივერსიტეტში. იგი მსახურობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში როგორც იურიდიული მრჩეველი, იყო საქართველოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (2004-2006) და უფროსი იურიდიული მრჩეველი საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოში. ბატონ პაპუაშვილს აქვს სტრასბურგის სასამართლოში საქმეთა წარმოების გამოცდილება 2002 წლიდან.

© 2010. BMP - ბიზნეს და სამართლებრივი კონსულტაციები Sani Design